Demand Forecast
სისტემა ამარტივებს პროგნოზირების პროცესს და ზრდის მის სიზუსტეს. ამავდროულად, ის ამცირებს საოპერაციო ტვირთს მიწოდების ჯაჭვის გუნდისთვის, რაც საშუალებას აძლევს შეცვალოს აქცენტი ოპერატიული ამოცანებიდან სტრატეგიულზე.
SMART Demand Forecast
გამოყენების უპირატესობები
რეგულარული და სარეკლამო გაყიდვების ზუსტი პროგნოზირება საშუალებას მოგცემთ დროულად უზრუნველყოთ ბიზნესი შესაბამისი ინვეტარის მიწოდებით, მაქსიმალურად გაზარდოთ გაყიდვები და გააუმჯობესოთ მომსახურების დონე დაბალ ფასად.
გაზრდილი პროგნოზის სიზუსტე AI & ML-ის გამოყენებით
SMART Demand Forecast ეფუძნება მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს. ის გეხმარებათ გაითვალისწინოთ ყველა საჭირო ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროგნოზის სიზუსტეზე, მათ შორის თქვენი გამოცდილებაზეც კონკრეტულ SKU-სთან და პროდუქტის ჯგუფთან.
შემცირებული
მარაგები
კომპლექსური ანალიტიკა და პროგნოზირების სიზუსტე უზრუნველყოფს საჭირო დროს, განსაზღვრული რაოდენობით საქონლის ხელმისაწვდომობას ზედმეტი მარაგის არსებობის გარეშე.
ხელმისაწვდომობის
დონის ოპტიმიზაცია
ინტელექტუალური ალგორითმები უზრუნველყოფს მაღალი პროგნოზის სიზუსტეს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქტის ხელმისაწვდომობის მაღალი დონის შენარჩუნებაზე. შედეგად, თქვენ არა მხოლოდ ზრდით მოგებას, არამედ აუმჯობესებთ მომსახურების დონეს და ბიზნესის რეპუტაციას.
დაზოგილი
შრომითი ხარჯები
SMART Demand Forecast დაგეგმვისა და ანალიტიკის პროცესის ოპტიმიზაცია ხელს უწყობს გუნდის გადატვირთვის თავიდან აცილებას, მათი ფოკუსის გადატანას ოპერატიულიდან სტრატეგიულ ამოცანებზე და ამცირებს ადამიანურ შეცდომებს.
შემცირებული
ჩამოწერა
პროგნოზირების მაღალი სიზუსტე ხელს უწყობს საქონლის ოპტიმალური დონის უზრუნველყოფას სამომხმარებლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, საწყობში ჭარბი რაოდენობის თავიდან აცილებისას. ეს თავის მხრივ საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ჩამოწერების რაოდენობა.
ბიზნეს გადაწყვეტილების სწრაფი მიღება
პროგნოზირების მაღალი სიზუსტე ხელს უწყობს საქონლის ოპტიმალური დონის უზრუნველყოფას სამომხმარებლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, საწყობში ჭარბი რაოდენობის თავიდან აცილების პარალელურად. ეს თავის მხრივ საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ჩამოწერების რაოდენობა.
SMART business-ს ენდობიან
SMART Demand Forecast სისტემის ფუნქციები
- მოდელირება
- ანალოგებთან მუშაობა
- ანალიტიკა



რატომ SMART Demand Forecast
რა გავლენა ექნება SMART Demand Forecast-ს თქვენს ბიზნესზე?

სისტემა ითვლის საქონლის ოპტიმალურ რაოდენობას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
გაყიდვების წერტილებში სათანადო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საწყობში ჭარბი მარაგის პრევენცია
დაკარგული გაყიდვების შემცირება
აქციებში გაყინული მარაგების შემცირება

მზარდი კონკურენცია, სარეკლამო კამპანიების მუდმივი გავლენა ასორტიმენტზე, ყიდვის ქცევისა და კონტექსტის შეცვლა, დამოკიდებულება გარე ფაქტორებზე – ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოთხოვნის პროგნოზირებაში.
SMART Demand Forecast საშუალებას იძლევა არა მხოლოდ გაითვალისწინოს ყველა ეს ფაქტორი, არამედ გააუმჯობესოს ოპერატიული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პროგნოზების სიზუსტე. ხოლო ინტერფეისში ჩაშენებული Power BI ბლოკი შედეგების გაანალიზებას საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს.
იხილეთ თავად საპილოტე პროექტში!
როგორ ინერგება პროგნოზირების სისტემა?
Საპილოტე პროექტი
გეგმის შედგენა და პროექტის მიზნების და KPI-ების განსაზღვრა, ყველა ბიზნეს პროცესის აღწერა, მონაცემთა ბაზის მდგომარეობის განსაზღვრა, უსაფრთხო ურთიერთქმედების ორგანიზება. მოდელის მომზადება და გაშვება, მისი შედეგების შემდგომი ანალიზი.

პროდუქტის ტესტირება
ტესტირების გეგმისა და განრიგის კოორდინაცია, ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების ინფრასტრუქტურის განლაგება. მომხმარებლებისთვის ტრენინგების ორგანიზება სისტემის გამოყენების შესახებ. პროდუქტის ტესტირება, შედეგების ანალიზი და სისტემის გაშვების გადაწყვეტილების მიღება.

სისტემის გაშვება
გადაწყვეტილების გამოყენების მასშტაბირება. სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა ახალი მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნესის რეალური შედეგი
თქვენთან ერთად ყველა ეტაპზე
ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე: მონაცემთა სწორი სტრუქტურირებიდან დაწყებული ალგორითმების გამოყენებამდე ყველა SKU-სა და მაღაზიაში.
ეფექტური ML & AI ალგორითმები
სისტემა დაფუძნებულია ML & AI ალგორითმებზე, რომლებიც მუდმივად სწავლობენ თქვენს მონაცემებს და აუმჯობესებენ პროგნოზირების სიზუსტეს.
გარანტირებული მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვზრუნავთ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი დონისა და GDPR შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.